LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სვირინგები, რომლებმაც ჯოლი-პიტის ქორწინების გადარჩენა ვერ შეძლეს

258

ანჯელინა ჯოლი ცნობილია სვირინგებისადმი გადამეტებული სიყვარულით, თინეიჯერობის ასაკიდან მოყოლებული მის სხეულზე დაახლოებით 15 ტატუ არის გამოსახული და თითოეულ მათგანს სიმბოლური დატვირთვა აქვს.

2016 წლის თებერვალში, როდესაც დაშორებაზე არც ფიქრობდნენ, ანჯელინამ და ბრედმა ოჯახის გასამყარებელი სვირინგები ამოიტვიფრეს. წყვილი ტაილანდელ სპეციალისტს ეწვია. მაშინ ჯოლიმ ზურგზე სამი მისტიური ნახატი გამოისახა, პირმა კი ბუდისტური სიმბოლოები მუცელზე.

ფოტოები, რომლებიც ქსელში ახლა გავრცელდა, ამ ყველაფრის ფოტოდადასტურებაა. ინსაიდერის მტკიცებით, ამ გზას მაშინ ჯერ კიდევ ბედნიერმა წყვილმა ოჯახის დასაცავად მიმართა, თუმცა 2016 წლის სექტემბერში 11 წლიანი ურთიერთობის შემდეგ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები