LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაბუკაშვილზე მომხდარი სროლის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული

96

თაბუკაშვილის ქუჩაზე სროლის შედეგად არავინ დაშავებულა, ამის შესახებ „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს. სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პიროვნება, საქმე 236-ე მუხლით არის აღძრული და მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.

სროლა თბილისის ცენტრში ცოტა ხნის წინ ისმოდა, „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, სასტუმრო “რედისონის” მიმდებარე ტერიტორიაზე “პორშეს” მარკის ავტომანქანაა დაცხრილული. ტყვია აქვს მოხვედრილი ”რედისონში” მდებარე სამორინეს ფანჯარასაც.

როგორც “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ამ დროისთვის ავტომანქანა, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიები აქვს მოხვედრილი, სამართალდამცველების მიერ სპეციალური ლენტითაა შემოსაზღვრული და მედიას მასთან მიახლოების და გადაღების საშუალება არ აქვს.

თაბუკაშვილის ქუჩიდან “რედისონის” მიმართულებით სამანქანო მოძრაობა გადაკეტილია. ასევე მოძრაობა გადაიკეტა    თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე კვლავ გდია იარაღი და რამდენიმე ვაზნა.

რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცველებმა საკუთარ ავტომობილში ჩასვეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს რამოდენიმე სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირი.

ადგილობრივი მოსახლეობა მედიას გადაღების და მუშაობის საშუალებას არ აძლევს და ტერიტორიის დატოვებისკენ მუქრით მოუწოდებს.

სამართალდამცველების მიერ სპეციალური ამკრძალავი ლენტითაა გადაღობილი ტერიტორიის რამდენიმე მონაკვეთი, მათ შორის “რედისონის” სამორინეს ნაწილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები