LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო გაჩეჩილაძის ლოცვა „ევროვიზიის“ კულისებში ისევ სოცქსელების მთავარი თემაა – „გულში რო ელოცა, უფალი არ მიიღებდა?“

173

თაკო გაჩეჩილაძე „პროფილს“ სტუმრობდა, სადაც მისი გამოსვლა „ევროვიზიაზე“ და პერსფორმანსის წინ ლოცვა განიხილებოდა, რომელმაც სოციალური ქსელები მოიარა. მომღერალმა ტელეშოუში სტუმრობისას განაცხადა: „მე ვიცი და მგონი, ყველამ ერთად ვიცით, რომ საქართველო არის ძალიან მორწმუნე ქვეყანა. ნამდვილად არ ვიყავი იმისთვის მზად, რომ ყველაზე აღმატებული და უძლიერესი ლოცვის გამო მე ქართველი დამცინებდა. ეს იმ ნაწილის სირცხვილია, რომლებსაც ეკაიპონტებთ ათეისტობა და ლოცვასა და მორწმუნეობაზე ღადაობენ“.

ამონარიდი გადაცემიდან „პროფილის“ გვერდზე განთავსდა, სადაც მას „ფეისბუქ“-მომხმარებლებისგან კომენტარები მოჰყვა. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.

„რაში გამოიხატება თაკო ჩვენი მორწმუნეობა, ეკლესიის ზღურბლს იქეთ თუ ზღურბლს აქეთ შხამს რო ვანთხევთ?!

ჩვენ ვართ ერთი გასაწყლებული გაბოროტებული ერი, იმის მაგივრად, რომ სიყვარულით ვკვებოთ ერთმანეთი, ხორცს ვჭამთ ერთმანეთს.

დღევანდელ დღეს მაინც ეცით პატივი აქ ზოგიერთებმა, ბოღმას ნუ ანთხევთ“.

„თუ ილოცებს ვინმე, ეს არის მისასალმებელი და არა დასაცინი!!! და ამ შემთხვევაში ეს გოგო არის მართალი!!“

„არ მიაქციოთ ყურადღება, თამარა, ძალიან მაგარი ქალი ხართ, პირჯვრის გადაწერა კი ყველა ვარიანტში და სიტუაციაში „გრეხი“ არ არის ქრისტიანისათვის. სატანის გზაზე შემდგარ, ბოღმისაგან გასიებულ უმრავლესობას, ვინც გაკრიტიკებთ ლოცვისათვის, თვითრეალიზება ვერ მოუხერხებია ვერაფერში და სხვას უწეწავენ ნერვებს. აბა, სხვა რა საქმე აქვთ, ისიც არ იციან, როგორ მიმართონ ქალს… უშველე მცდარ გზაზე შემდგარ ბრბოს. საით მიგყავს უფალო… დაილოცოს შენი დიდება… ამინ!“

„თუ ლოცვა გინდა, ილოცე შენთვის და არა სოციალურ ქსელებში ასატვირთად. არ იცოდა, რო ტვირთავდნენ ხო, აბა… როცა გწამს, რა გულში რო ელოცა, უფალი არ მიიღებდა?  შეადარა ახლა შორტებიან ბიონსეს თავი… ფორმა იყო გამაღიზიანებელი, ლოცვა კი არა და როცა რაღაცას ასაჯაროებ, უნდა ხვდებოდე, რო ყველას ვერ მოეწონება“.

„ლოცვა გულში უნდა წარმოთქვა, გენაცვალე, შოუ კი არ უნდა დადგა“

„ლოცვასაც აღარ გაცდიან შენს გემოზე“

„თაკო ყველაზე მაგარი იყო მთელი ევროვიზიის ისტორიის განმავლობაში“.

„არ გამოვიდა ყველა უწმინდესობა წმინდანი…“

„ულამაზესი, უნიჭიერესი, მეტი რომ ვერაფერი ნაკლი უპოვეს… ლოცვა დასაცინი და დასაძრახი არ არის, სადაც გული გთხოვს, იქ უნდა ილოცო“.

„დაცინვა ძალიან ცუდია, მაგრამ ხალხი ლოცვამ კი არ გააღიზიანა, არამედ „ინსტაგრამზე“ ვიდეოს განთავსებამ)) ყველაფერს თავისი ადგილი აქვს ზოგადად))“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები