LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამაზ მეჭიაურმა დაასახელა, ვინ იქნება მასთან ახალ პოლიტიკურ პარტიაში

231

თამაზ მეჭიაური ახალ პოლიტიკურ პარტიას აფუძნებს, რომელსაც „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ ერქმევა.

მეჭიაურის ინფორმაციით, მისი პოლიტიკური გუნდის საინიციატივო ჯგუფში იქნებიან კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი დავით ფაცაცია, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბრეგაძე, ბუტა რობაქიძის დედა – ია მეტრეველი, ლალი მოროშკინა.

მეჭიაურის თქმით, პარტიაში გაწევრიანება ლევან ვასაძესაც შესთავაზა, თუმცა პასუხი მისგან ჯერ არ მიუღია.

თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ პარტია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.