LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ქალი იმდენჯერ უნდა გათხოვდეს, სანამ ბედნიერი არ იქნება. არ უნდა გაექცეს ბედნიერების ძებნას“ – რას ამბობს ჯემალ სეფიაშვილი შვილის გათხოვებაზე

2175
ფორტუნა (39)

„სიცრუის დეტექტორის“ საახალწლო გადაცემაში მამა-შვილი ცისანა და ჯემალ სეფიაშვილები იყვნენ.

მამა-შვილმა წამყვანის და სტუმრის სტატუსი მოირგო.

ჯემალმა ისაუბრა ცისანას ბავშვობაზე და გაიხსენა, როგორ არ უყვარდა მის შვილს მუსიკის გაკვეთილები და აღნიშნა, რომ მისთვის მთავარია, რომ ცისანა იყოს ბედნიერი.

„ბოლო ორი წელია, ცისანა სხვანაირი გახდა. თვალებშიც მეტი ღიმილია, ხასიათებიც შეეცვალა. ადრე ვერ მიეკარებოდი, ახლა ისეთი იყო.

მე მაქვს შენთან ერთად ერთი შეკითხვა, ჩემი ცისანა ბედნიერია“? – აღნიშნა ჯემალმა.

შვილის პასუხი  იყო, რომ „ცისანა ძალიან ბედნიერია“.

„თუ დეტექტორმა თქვა, რომ სიცრუეა, მაშინ თქვენი დეტექტორი გამოსაცვლელია“, –  აღნიშნა ცისანამ.

ჯემალმა კი აღნიშნა, რომ ძალიან ბედნიერია ამ პასუხით.

„ყველა მამას ვუსურვებ, რომ შვილები ბედნიერები ნახონ. არც ერთი ქალი არ თხოვდება მეორედ და მესამედ იმიტომ, რომ ბედნიერებას გაურბის პირიქით, ბედნიერებას ეძებს.  რა ბედნიერება და რა სიხარულია, როცა იმ ბედნიერებას იპოვის.

ცისანა გათხოვდა მესამედ.

სხვათა შორის არაერთხელ მაქვს ნათქვამი ინტერვიუებში, რომ მინდა, რომ ჩემი შვილი იყოს ბედნიერი-მეთქი.

ქალი იმდენჯერ უნდა გათხოვდეს, სანამ ბედნიერი არ იქნება. არ უნდა გაექცეს ბედნიერების ძებნას“. – აღნიშნა ჯემალ სეფიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები