ცისანა სეფიაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს იმის შესახებ, რომ საუკეთესოდ თავის მეუღლესთან ერთად ისვენებს:
„მეუღლესთან ერთად მიყვარს დასვენება, რადგან მასთან ერთად დასვენება მოიცავს ყველაფერს ერთად. როცა მოგზაურობისას მასთან ერთად ვარ, არ მაქვს განცდა, რომ რაღაც მაკლია. მის გვერდით ყოფნა ყველაფერს მივსებს, ძალიან კომფორტულია. თუმცა მასთან ერთად და ჩემს მეგობრებთან და შვილებთან ერთად დასვენებაც ძალიან მიყვარს. ზოგადად, იმდენად მიყვარს მოგზაურობა, ევროპა იქნება, სავი ზღვა თუ მთა, ძილისთვის დროის დაკარგვა მენანება და სულ გამოუძინებელი ვარ (იცინის). ხშირად დავმჯდარვარ ღამით ზღვის ნაპირას და მისაუბრია“.
