LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დედა, მე არ ვარ ღირსი, პატრიარქთან როგორ მივიდე-მეთქი… ეს ბეჭედი პატრიარქმა თავისი ხელით გამიკეთა“ – ცისანა სეფიაშვილი პატრიარქთან პირველ შეხვედრასა და მისგან ნაჩუქარ ბეჭედზე

573
ცისანა სეფიაშვილი

გადაცემა „დღის პოსტის“ დღევანდელ; ეპიზოდში, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს მიეძღვნა, მომღერალმა ცისანა სეფიაშვილმა პატრარქის ღვაწლის შესახებ ისაუბრა და მასთან დაკავშირებულ მოგონებებზე მაყურებელს ემოციურად უამბო.

გადაცემაში სტუმრობის დროს ცისანა სეფიაშვილმა პატრეიარქთან პირველი შეხვედრა გაიხსენა:

„მე ვარ ძალიან ბედნიერი და უფლის მადლობელი, რომ წილად მხვდა ბედნიერება, მქონოდა კონტაქტი ფატრიარქთან.

როდესაც პირველად მოვხვდი პატრიარქთან, მაშინ დედა და მამა უნდა მისულიყვნენ პატრიარქთან სტუმრად. დედამ დამირეკა, ჯემალი სტუდიიდან ვერაფრით ვერ გამოდის და პატრიარქთან შენ წამოხვალ, შეძლებო? ხმა ჩამივარდა… „დედა, მე არ ვარ ამის ღირსი, პატრიარქთან როგორ უნდა მივიდე, მე პატრიარქთან მისვლა არ დამიმსახურებია-მეთქი“. მივედით. პატრიარქი რომ გამოვიდა, თვალებშიც ვერ ვუყურებდი, თვითონ, საუბრით იმდენად გამხსნა… ეს ბეჭედი თავისი ხელით გამიკეთა, ეს არის ჩემთვის პატრიარქი, ღმერთთან ახლოს ყოფნა… თავისი თითებით გამიკეთა ეს ბეჭედი“, – აღნიშნა ცისანა სეფიაშვილმა.

„პატრიარქის სიცოცხლეშივე ვიცოდით, რომ ისტორიული მასშტაბის ფიგურა იყო, მიუხედავად იმისა, რომ უბრალოებით გამოირჩეოდა – იუმორით, მუსიკის სიყვარულით, საუბრის მანერით“ – გია ბაღაშვილი პატრიარქზე

ვიდეო: „პატრიარქი ყველასთვის დარჩება, როგორც სიკეთის, სიყვარულის სიმბოლო და ხატი… მან სწორად გაკვალა გზა მომავლისკენ“ – თათული დოლიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g