LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამრიკო ჭოხონელიძე ყოფილ სიძეს მოუწოდებს, პირად თემაზე ინტერვიუები შეამციროს

605

„სარკის“ ჟურნალისტმა თამრიკო ჭოხონელიძეს დაუსვა შეკითხვა ყოფილ სიძესთან, მსახიობ გიორგი მახარაძესთან ურთიერთობის შესახებ. მომღერალმა მცირე ხნის წინ აღნიშნა, რომ ექსსიძე ძალიან ბევრს საუბრობს პირადი ცხოვრებისა და იმის შესახებ, როგორი ბედნიერია ახალ რჩეულთან ერთად. თამრიკო ჭოხონელიძის თქმით, მარიამი არასდროს საუბრობს პირადზე და გიორგი მახარაძემაც ჯობს, ეს თემა დახუროს.

„ელენე ხშირად სვამს კითხვას, რატომ გაშორდნენ ერთმანეთს მისი მშობლები. მარიამი ამ თემასთან დაკავშირებით არც ერთ ჟურნალთან პასუხობს, ამიტომ გიორგის მხრიდან პრესასთან იმაზე საუბარი, თუ როგორი ბედნიერია სხვა ადამიანთან მაშინ, როცა სხვადასხვა ჟურნალთან ინტერვიუში ამბობს, რომ ელენეს მოუცლელობის გამო ვერ ნახულობს, ჩემთვის ცოტა მიუღებელია. ღმერთმა ბედნიერი ამყოფოს! უბრალოდ, ელენე 6 წლისაა და კითხვა იცის.

ჟურნალებს, სადაც ყდაზე მამამისია, არ ვყიდულობ, რომ ელენემ არ წაიკითხოს და არ განიცადოს, თუმცა მეზობლის ოჯახში წაუკითხავს და მე დამისვა შეკითხვა: „აბა, დედა და მამა ჩემ გამო გაშორდნენ?“ გიორგის მოვუწოდებ, რომ თუ ასე ხმამაღლა საუბრობს პირადზე, უმჯობესია, სიმართლე ილაპარაკოს, რაღაცების დასაფარად სიცრუის თქმა არ ღირს.

ელენეს მამის დიდი სიყვარულით ვზრდით და ასეც უნდა იყოს. ვცდილობ, მისი ფსიქიკა არ დაზიანდეს, მამას პატივი სცეს და უყვარდეს. შეიძლება, გიორგის ეს ყველაფერი დაუფიქრებლობის გამო მოუვიდა და კარგი იქნება, თუ პირადთან დაკავშირებულ ინტერვიუებს შეამცირებს, რაც მისი ოჯახისთვისაც, თუნდაც მშობლებისთვისაც მიუღებელია“ – აღნიშნავს თამრიკო ჭოხონელიძე ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები