მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე შვილებთან, მარიამსა და კოკოსთან და შვილიშვილებთან, ელენესა და მარიამთან ერთად სასტუმრო „მერკურში“ გვესტუმრა, „ფორტუნას“ საახალწლო ფოტოსესიაზე. ბავშვებმა ლამაზ ნაძვის ხესთან სიამოვნებით ითამაშეს და სასტუმროს რესტორნის საახალწლო მორთულობაც დაათვალიერეს, შემდეგ კი ოჯახურ ფოტოსესიაში მიიღეს მონაწილეობა.
ფოტოსესიის გმირებთან საახალწლო ინტერვიუ ჩავწერეთ.
თამრიკო:
პირველ რიგში, ახალი წელი არის ის, რასაც ჰქვია თბილ გარემოში დღესასწაულის შეხვედრა. ჩვენ ერთად ვხვდებით ახალ წელს და თუ ვერ ახერხებენ, მერე მაინც აუცილებლად მოდიან დედას და მამას სახლში.
ახალ წელს სევდითა და სიხარულით ვხვდები ხოლმე, საოცარი განწყობაა. სევდიანი ვარ იმიტომ, რომ ვაცილებ წელს, თავისი კარგითა და ცუდით და ის აღარ დაბრუნდება, სიხარული კი იმას უკავშირდება, რომ ახალ წელს ვუღებთ კარს. ვფიქრობ, ამ დღეს ოჯახის წევრები ერთად უნდა შეიკრიბონ. იხილეთ ვრცლად… (ფოტოგალერეა)