განახლება!!!
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოები, რომლებზეც თითქოს ჯერი ეპშტეინი თელ-ავივშია გადაღებული, ყალბია და რეალობას არ შეესაბამება.
ფაქტების გადამამოწმებელი ორგანიზაციების მითების დეტექტორი ინფორმაციით , გავრცელებული ვიზუალური მასალა მანიპულაციურად არის შექმნილი: ერთ-ერთი ფოტო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა გენერირებული, ხოლო მეორე — ძველი ფოტოს რედაქტირებული ვერსია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს აუდიტორია.
ამგვარი კონტენტი ხშირად ვრცელდება კონტექსტის გარეშე და მიზნად ისახავს დეზინფორმაციის გავრცელებასა და საზოგადოებაში მცდარი წარმოდგენების შექმნას. კონკრეტულ შემთხვევაშიც არ არსებობს არანაირი სანდო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ ფოტოებში მართლაც ეპშტეინია ასახული ან რომ ის ცოცხალია.
შესაბამისად, სოციალურ ქსელებში გავრცელებული მტკიცებები აღნიშნულ თემაზე წარმოადგენს დეზინფორმაციას და არ ეფუძნება გადამოწმებულ ფაქტებს.
ძველი ვერსია
სოციალურ ქსელებში კვლავ აქტიურად განიხილება ახალი შეთქმულების თეორია, რომლის მიხედვითაც, გავრცელებული ფოტოების საფუძველზე ირწმუნებიან, რომ ჯეფრი ეპშტეინი შესაძლოა ცოცხალი იყოს და ისრაელის ქალაქ, თელ-ავივში ცხოვრობდეს.
ფოტოებში, რომლებიც ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა, აღბეჭდილია მამაკაცი, რომელიც სექს-დანაშაულებში მხილებულ ეპშტეინს საოცრად ჰგავს.
„ამ ფოტოების შემდეგ ეჭვი როგორ უნდა არსებობდეს? აშკარად ისაა!“, – არ წყდება კომენტარები.
ჯერჯერობით ფოტოების ავთენტურობის შესახებ არანაირი განცხადება არ გაკეთებულა.
ცნობისთვის, ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებულ მასალებში აღმოჩენილია მისი გარდაცვალების დოკუმენტი, რომელიც ერთი დღით ადრეა შედგენილი, ვიდრე მას ციხეში გარდაცვლილს იპოვიდნენ.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გაასაჯაროვა მანჰეტენის ოლქის პროკურორის, ჯეფრი ბერმანის განცხადების მონახაზი, რომელიც 2019 წლის 9 აგვისტოთია დათარიღებული. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჯეფრი ეპშტეინი უგონო მდგომარეობაში იპოვეს და ის მალევე გარდაცვლილად გამოაცხადეს. თუმცა ოფიციალური ვერსიით, 2019 წლის 10 აგვისტოს, დილის დაახლოებით 6:30 საათზე მილიარდერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ეპშტეინის სიკვდილის გარშემო ეჭვები აქამდეც არსებობდა. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სათვალთვალო კამერის ჩანაწერებში ერთი წუთის ვიდეო აკლდა, სწორედ იმ მონაკვეთში შეეძლო მას ციხის დატოვება. ასევე, ერთ-ერთ ვიდეოში ციხის დერეფანში ჩანს მამაკაცის სილუეტი ნარინჯისფერ ფორმაში, რომელიც შესაძლოა თავად ეპშტეინი ყოფილიყო.







