LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თავისუფალი ქორწინება“ და „პერმანენტული ღალატი“ – უილ სმიტი და ჯადა პინკეტ სმიტების იშვიათი გამოჩენა

109
page

ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობები, უილ სმიტი და ჯადა პინკეტ სმიტი, პაუზის შემდეგ პირველად გამოჩნდნენ ერთად.

წყვილი სამშაბათს საღამოს მალიბუში მდებარე ცნობილ რესტორან, Nobu Malibu-ში ოჯახურ ვახშამზე დააფიქსირეს. შეხვედრა დაახლოებით ოთხ საათს გაგრძელდა.

უილსა და ჯადა სმიტებს თან ახლდათ მათი ვაჟი, ჯეიდანი, ასევე უილ სმიტის უფროსი ვაჟი, ტრეი, რომელიც მსახიობის პირველი ქორწინებიდან ჰყავს.

ჭორების შემდეგ პირველად ერთად – უილ სმიტი და ჯადა პინკეტ სმიტი პარიზში

წყვილის ურთიერთობა ბოლო წლებში საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია მოქცეული. ამის მიზეზი მათი არატრადიციული ოჯახური მიდგომებისა და პირადი ცხოვრების შესახებ გაკეთებული არაერთი საჯარო განცხადებაა.

წყვილს არაერთხელ უთქვამს, რომ ისინი თავისუფალ ქორწინებაში იმყოფებიან.

მიუხედავად წლების განმავლობაში გავრცელებული ჭორებისა და ურთიერთობის გარშემო არსებული სპეკულაციებისა, უილ და ჯადა სმიტების ერთობლივი გამოჩენა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ისინი ოჯახურ კავშირებს კვლავ ინარჩუნებენ.

57 წლის უილ სმიტს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ვრცელდება არტისტის წერილი, რომელიც მან თავის გუნდის წევრს მისწერა

შერიგება თუ მეგობრობა – უილ სმიტი და ჯადა პინკეტ სმიტი ერთწლიანი განშორების შემდეგ, ერთად გამოჩნდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები