LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სმიტების დიდი ოჯახური თავშეყრა – „პარიზის მოდის კვირეულზე“ „კრისტიან ლაბუტენის“ კოლექციის ჩვენება გაიმართა

170
page

„პარიზის მამაკაცის მოდის კვირეულზე“ „კრისტიან ლაბუტენის“ 2027 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენება, სმიტების ოჯახისთვის განსაკუთრებულ მოვლენად იქცა.

ღონისძიება ერთგვარ ოჯახურ მხარდაჭერის დემონსტრაციად გადაიქცა, რადგან ოჯახის წევრები ჯეიდენ სმიტის გვერდით გამოჩნდნენ, რომელიც ფრანგული ლუქს-ბრენდის ისტორიაში პირველი მამაკაცი კრეატიული დირექტორია.

ჯეიდენ სმიტი, „კრისტიან ლუბუტენის“ მამაკაცის ხაზის კრეატიული დირექტორი გახდა

ჩვენებაზე უილ სმიტი და ჯადა პინკეტ სმიტი შვილებთან, უილოუსა და ტრეისთან ერთად დაესწრნენ. მათ ასევე შეუერთდა ჯადას დედა, ედრიენ ბენფილდ-ნორისი.

ოჯახის წევრები ერთმანეთთან შეხამებული ფერის სამოსით გამოჩნდნენ და ჯეიდენის ახალი პროექტის მხარდაჭერა საჯაროდ გამოხატეს.

ჯეიდენ სმიტი, რომელიც წლების განმავლობაში გამოირჩეოდა არასტანდარტული სტილითა და მოდისადმი ექსპერიმენტული მიდგომით, „კრისტიან ლაბუტენთან“ თანამშრომლობით ახალ ეტაპზე გადავიდა. მისი, როგორც ბრენდის პირველი მამაკაცი კრეატიული დირექტორის, საქმიანობა უკვე დიდ ინტერესს იწვევს როგორც მოდის ინდუსტრიაში, ისე მის მრავალრიცხოვან გულშემატკივრებს შორის.

„თავისუფალი ქორწინება“ და „პერმანენტული ღალატი“ – უილ სმიტი და ჯადა პინკეტ სმიტების იშვიათი გამოჩენა

ჭორების შემდეგ პირველად ერთად – უილ სმიტი და ჯადა პინკეტ სმიტი პარიზში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები