LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს რა კატასტროფაა?! ჯიბეში ხელის ჩაყოფის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს!“ – ჯეიდენ სმიტის უახლესი ვიდეო ინტერნეტსივრცეს აფეთქებს

234
page

ჯეიდენ სმიტი ნიუ-იორკის ქუჩებში თავის მეგობარ გოგოსთან ერთად გამოჩნდა. წყვილი რესტორანში სავახშმოდ მიემართებოდა. ცხადია, 28 წლის ჯეიდენის ჩაცმულობა კვლავ განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა და არაერთი კრიტიკული კომენტარიც გამოიწვია.

ამ დღეს მას თეთრი მაისური და ჯინსის შარვალი ეცვა, რომელიც დაბლა ჰქონდა ჩამოწეული, ხელი კი ჯიბის ნაცვლად, შარვალში ჰქონდა ჩაყოფილი.

„და ეს უნდა იყოს კრისტიან ლუბუტენის მამაკაცის ხაზის კრეატიული დირექტორი?“, „ეს რა კატასტროფაა?!“, „ჯიბეში ხელის ჩაყოფის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს?“.

მიტების დიდი ოჯახური თავშეყრა – „პარიზის მოდის კვირეულზე“ „კრისტიან ლაბუტენის“ კოლექციის ჩვენება გაიმართა

შეგახსენებთ, უილ სმიტის ვაჟი, გასულ წელს „კრისტიან ლუბუტენის“ მამაკაცის ხაზის კრეატიული დირექტორი გახდა.

ჯეიდენ სმიტი, „კრისტიან ლუბუტენის“ მამაკაცის ხაზის კრეატიული დირექტორი გახდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები