LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უილ და ჯეიდა პინკეტ სმიტებმა ვაჟიშვილს დაბადების დღე ემოციური პოსტებით მიულოცეს (ვიდეო)

591
ed3bc927a324a8809f373f7fa635af5e

უილ და ჯეიდა პინკეტ სმიტების ვაჟი, ჯეიდენი იუბილარია. 8 ივლისს, ამერიკელ რეპერს 21 წელი შეუსრულდა.

პირველებმა ახალგაზრდა ვარსკვლავს დაბადების დღე მშობლებმა მიულოცეს. მათ ,,ინსტაგრამზე” ემოციური ვიდეოები ატვირთეს.

დედის გამოქვეყნებულ ვიდეოში, ჰიპ-ჰოპ შემსრულებლის დაბადებიდან დღემდე განვლილი გზის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი მომენტებია ნაჩვენები, ხოლო მამის – კადრი 2006 წლის კინოფილმიდან ,,ბედნიერების კვალდაკვალ”.

 

View this post on Instagram

 

WOW! This dude is 21. Madness?!

A post shared by Will Smith (@willsmith) on

შეგახსენებთ, რომ ჯეიდენი სმიტების პირველი საერთო შვილია. მათ ასევე გოგონა, 18 წლის უილოუ ჰყავთ, რომელიც მამისა და ძმის მსგავსად, მუსიკალურ კარიერას ეწევა. ამასთან, უილს შერი ზამპინოსთან ქორწინებიდან, 26 წლის ტრეი ჰყავს.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები