LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამუნა ამონაშვილს ბავშვის აყვანა სურს – „მე უკვე მზად ვარ ამისთვის…“

371

მომღერალი თამუნა ამონაშვილი „პროფილს“ სტუმრობდა. მან განვლილ ცხოვრებაზე ისაუბრა და ტელეწამყვანთან ინტერვიუსას აღიარა, რომ ბავშვის აყვანის სურვილი აქვს. მომღერალი ამბობს, რომ დღეს ამ ნაბიჯის გადასადგმელად უკვე მზად არის.

თამუნა ამონაშვილი:

გული მწყდება, რომ არ მყავს შვილი. როდესაც პატარა ვიყავი, მქონდა ასე ვთქვათ, ეს ახირებები, რომ ჩემს კარიერას არ შევწირავ. ცოტა დროულად რომ გავთხოვილიყავი, ალბათ, მექნებოდა ის დიდი ბედნიერება ცხოვრებაში, რაც ყველა ადამიანს აბედნიერებს…

სიამოვნებით ავიყვანდი ბავშვს, გავზრდიდი ერთსაც, ორსაც. სიამოვნებით… არ ვიცი ჯერჯერობით რას ვაპირებ, მაგრამ ძალიან მინდა. ძალიან რთულია, მაგრამ იმდენი დრო გავიდა, რომ რამდენიმე წელია, მზად ვარ, მეც და რეზიკოც…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები