LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაქსის მძღოლებს მიკრომეწარმედ დარეგისტრირების საშუალება ეძლევათ

59

“ტაქსის მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ, მიკრომეწარმეებად დარეგისტრირდნენ,” – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა. მინისტრის განმარტებით, ტაქსის მძღოლებს არ ექნებათ არანაირი საგადასახადო და სალარო აპარტის ქონის ვალდებულება.

„ტაქსის მძღოლები, შესაძლოა, დარეგისტრირდნენ ე.წ. მიკრომეწარმეებად, რომლებსაც არანაირი საგადასახადო ვალდებულება არ ექნებათ, ასევე არ ექნებათ სალარო აპარტის ქონის ვალდებულება და მათი საქმიანობა გათავისუფლებული იქნება ყველა გადასახადისგან. აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვანია თუნდაც იმისთვის, რომ ასეთი ტიპის პირებს  გარკვეული შეზღუდვები არ შეექმნათ სესხზე წვდომასთან დაკავშირებით. ამ პირებს საშუალება ექნებათ დაადეკლარირონ თავიანთი შემოსავალი, გადასახადები არ გადაიხადონ და სალარო აპარატის ქონის ვალდებულებაც არ ექნებათ. ტაქსის მძღოლებისთვის მიკრომეწარმეებად დარეგისტრირება იქნება ნებაყოფლობითი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომხიბლავი საგადასახადო რეჟიმი მათთვის მიმზიდველი იქნება,”-განაცხადა გაგუამ.

მთავრობის გუშინდელ სხდომაზე ცვლილებები შევიდა „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმის შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში, რომლის თანახმად, ლიცენზირებადი საქმიანობებით დაკავებული პირები მიკრომეწარმეებად დარეგისტრირებას შეძლებენ.

როგორც ცნობილია, თბილისის მერია 2018 წლის შემოდგომიდან ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციას იწყებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები