LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიცვლება თუ არა ახალი კანონპროექტის ამოქმედების თარიღი?

30

შსს-ს კანონპროექტით უკმაყოფილო ავტოდილერები, საავტომობილო კლუბის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტის წევრებს შეხვდნენ. მოგვიანებით კი შსს-ს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა პირველი არხის ეთერის მეშვეობით საინტერესო განცხადება გაავრცელა.

”2016 წლის 1 მარტი არის პირობითი თარიღი, მას შემდეგ, რაც კანონი განიხილება, დამტკიცების შემთხვევაში შსს-ს ამოქმედების დროდ მიუთითებს ისეთ გონივრულ ვადას, რომლის ფარგლებშიც არცერთი საქართველოს მოქალაქე არ ჩავარდება გაუგებრობაში. კანონპროექტის დამტკიცებამდე ჩვენ გავივლით კონსულტაციებს დილერებთან, ფორვარდერებთან,მოყვარულებთან და საქართველოს მოქალაქეებთან.” – აცხადებს შსს-ს მინისტრის მოადგილე.

ამ განცხადებას საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა სოც-ქსელებში. მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორმა გურამ ზურაბიშვილმა მეგობრებს გამარჯვებაც მიულოცა:

”გილოცავთ, რომ არა ჩვენი გამოსვლები, რომ არა ჩვენი აქტიურობა, ჩვენ ამ შედეგს ვერ მივიღებდით. რა თქმა უნდა ჩვენი გამოსვლები არ ყოფილა ფუჭი, ეს ის მინიმუმია რასაც ჩვენ მოვითხოვდით, ეხლა ვიბრძოლებთ მაქსიმუმისთვის.” აცხადებს გურამ ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს მიერ მომზადებული საგზაო უსაფრთხოების კანონპროექტი პარლამენტს განსახილველად აქვს გადაგზავნილი. განხილვებს კი სავარაუდოდ 2 თვემდე ვადა დასჭირდება. ხოლო დამტკიცების შემთხვევაში, როგორც შსს-ს მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რეგულაციების ამოქმედების თარიღებს თავად შსს დაასახელებს.