LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში 33 პირია შეყვანილი

91

“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტატუნაშვილის საქმის საფუძვლიანი გამოძიების შესაძლებლობა გვქონდეს და უზრუნველყოფილი იქნას დანაშაულის მიმართ სამართლის აღსრულება როგორც ტატუნაშვილის, ისე ოთხოზორიას მკვლელების და იმ პირების მიმართ, ვინც ეს დანაშაული დაფარა,” – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის პირველ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, სიაში ჯერჯერობით შეყვანილია 33 პირი, რომლებმაც 1991 წლიდან დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს.

პრემიერის თქმით, წარმოდგენილი სია ამომწურავი არ არის, სამართალდამცავი სისტემები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ გამოძიებას და ეს სია შეიძლება, კიდევ უფრო გაიზარდოს.

“ამავე დროს, მთავრობამ განსაზღვრა ყველა ის ღონისძიება, რომელიც უნდა გატარდეს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შემავალი პირების მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ ყველა შესაძლო შეზღუდვის დასაწესებლად და სამართლის აღსრულების ხელშესაწყობად. ასევე, განსაზღვრულია აღსრულებისთვის  პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები, რომლებმაც უნდა წარუდგინონ შესაბამისი ანგარიში საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისთვის, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას ჰქონდეს საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერა და მის ამოქმედებას რეალური შედეგები მოჰყვეს, საერთაშორისო პარტნიორობის ჩართულობით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტატუნაშვილის საქმის საფუძვლიანი გამოძიების შესაძლებლობა გვქონდეს და უზრუნველყოფილი იქნას დანაშაულის მიმართ სამართლის აღსრულება როგორც ტატუნაშვილის, ისე ოთხოზორიას მკვლელების და იმ პირების მიმართ, ვინც ეს დანაშაული დაფარა,” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები