LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდაცვის მინისტრმა გენდერული თანასწორობის საკითხზე კონფერენცია გახსნა

34

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ „გენდერული თანასწორობის გაძლიერების, ასევე ქალებზე, მშვიდობისა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს (UNSC) რეზოლუციების განხორციელების“ შესახებ კონფერენცია გახსნა.

კონფერენციაზე უსაფრთხოების სფეროში გენდერული თანასწორობის მიმართულებით არსებული მიღწევების კიდევ უფრო გაუმჯობესებების შესახებ ისაუბრეს.

ამ მიმართულებით პროცესები 2014 წლიდან წარმატებულად მიმდინარეობს. გვყავს კვალიფიციური წარმომადგენლები, დიდ დროს ვუთმობთ გენდერული თანასწორობის საკითხს, ვაფართოებთ ამ არეალს. გვინდა, რომ საერთაშორისო მისიების ფარგლებშიც გვყავდეს წარმომადგენლები, დავგეგმეთ ურთიერთობების გაღრმავებისა და შემდგომი განვითარების პერსპექტივები. მინდა კმაყოფილება გამოვთქვა საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის აქტიური ჩართულობის გამო“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.

ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოში სტუმრადმყოფმა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში მარიეტ შურმანმა მიიღო.

„შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა და, განსაკუთრებით, თავდაცვის სამინისტრო დიდ ყურადღებას უთმობენ გენდერული თანასწორობის საკითხებს, რაც, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია არა მარტო ქალების მხარადსაჭერად, არამედ ხელს უწყობს სწრაფ გავითრებას, ეფექტური ცვლილებების განხორციელებასა და ინსტიტუტების მოდერნიზაციას. ძალიან კარგია მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსიების გამართვა, სადაც მონაწილეობენ ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან განსახვავებული შეხედულებებით და სადაც განიხილავენ საქართველოს გამოცდილებას ამ მიმართულებით. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პროცესში ჩართულები არიან არა მარტო თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინიტროს, არამედ სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები. საქართველო ლიდერია ამ კუთხით რეგიონში. გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა ჩვენს საზოგადოებას კიდევ უფრო გააძლიერებს“, – განაცხადა მარიეტ შურმანმა

კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა გენდერულ საკითხებში ნატოს პოლიტიკაზე, ასევე, გენდერული თანასწორობის განმტკიცებისა და ქალებზე, მშვიდობისა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს (UNSC) რეზოლუციების განხორციელების საკითხებზე. საუბარი შეეხო აღნიშნული რეზოლუციების იმპლემენტაციის თვალსაზრისით თავდაცვის სფეროში მიღწეულ პროგრესსა და დაგეგმილ ღონისძიებებს.

ღონისძიების დაწყებამდე თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლს პირისპირ შეხვდა.

ლევან იზორიამ და მარიეტ შურმანმა მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ქალთა მონაწილეობის გაეროს უშიშროების საბჭოს #1325 და შემდგომი რეზოლუციების განხორციელების შესახებ ისაუბრეს.

კონფერენცია თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიიღეს. კონფერენციას პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე, სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე სხილაძე, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები