LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდასხმა ბრაზილიის ბაგა ბაღში – დაღუპულია 4 ბავშვი და 1 მასწავლებელი

48

ბრაზილიის ერთ-ერთ ბაგა ბაღში მომხდარ თავდასხმას ოთხი ბავშვისა და მასწავლებლის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ბაგა ბაღის დაცვის ყოფილმა წევრმა 4 წლამდე ბავშვებს და პედაგოგს საწვავი გადაასხა და დაწვა. ადგილზე მისულ პოლიციას მასწავლებელი და ბავშვები უკვე გარდაცვლილები დახვდათ, დანარჩენმა 15-მა ადამიანმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცველთა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები