LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდასხმა ლონდონზე: თვითმხილველები ტერაქტის დეტალებს ჰყვებიან

93

ლონდონში მომხდარ ტერორისტულ აქტს – “ლონდონ ბრიჯზე” მიკროავტობუსით ხალხზე თავდასხმას, თვითმხილველები აღწერენ.

ბრაიანი ინციდენტის დროს თავდასხმის ადგილას უშუალოდ იმყოფებოდა. ის ბარიდან დიუკის ქუჩაზე, ლონდონ ბრიჯის გავლით, ფეხით მიდიოდა.

მისი თქმით, ბარიდან 30 წამით გვიან რომ გამოსულიყო, ის ზუსტათ თავდასხმის ცენტში იქნებოდა.

“როგორც კი თავდასხმა მოხდა, მაშინვე გავიგე. დავეხმარე ქალს, რომელიც წაქცეული იყო. თავდამსხმელები არ დამინახავს. რაც ვნახე ეს იყო გარდაცვლილები და დაშავებულები…

იქ ბევრი სისხლი იყო, ვფიქრობ უფრო მეტი ადამიანი დაშავდა დანით თავდასხმის შედეგად, ვიდრე დაჯახების”, – მოყვა მან ABC-სთან და დასძინა, რომ ამ კოშმარული ღამის მიუხედავად, ის ლონდონის დატოვებას არ აპირებს: “არ აქვს მნიშვნელობა რას ეცდებიან და რას გააკეთებენ, ლონდონი ყოველთვის ძლიერი იქნება და მას ზურგს ჩვენ გავუმაგრებთ”, – თქვა მან.

ბრაიანმა ასევე აღნიშნა, რომ ის ამაყობს იმით, რომ ლონდონელია. მისი თქმით, ეს ტერაქტები, მათ ქცევას ვერ შეცვლის. ბრაიანის თქმით, ყველაფრის მიუხედავად, ის თავს დაუცველად არ გრძნობს.

 

“მამაკაცი წითლებში დიდ დანას ატარებდა”

კიდევ ერთი მამაკაცი ABC-სთან ყვება, რომ ხიდზე სურათებს იღებდა, როდესაც ხმაური მოესმა. მისი თქმით, თავდამსხმელი მან ახლოდან დაინახა. თვითმხილველმა ასევე განაცხადა, რომ დაინახა, როგორ დაარტყა დანა თავდამსხმელმა ერთ ქალს.

მეორე თვითმხილველი ყვება, რომ დაინახა, როგორ დაარტყა სამჯერ დანა მამაკაცს ერთ-ერთმა მირკოავტობუსიდან გადმოსულმა.

“მე დავინახე წითლებში გამოწყობილი მამაკაცი, რომელსაც დაახლოებით 10 ინჩის სიგრძის დანა ჰქონდა. თუ არ ვცდები, მან ერთ-ერთ ფეხით მოსიარულეს დანა სამჯერ დაარტყა”,- აღნიშნა თვითმხილველმა.

 

“ხალხი თავდამსხმელებს ბოთლებს ესროდა”

ერთ-ერთი თვითმხილველი ჟერარდი ყვება, რომ ის თავდამსხმელებს ბოთლებს ესროდა. ეს ინციდენტი ბარში მოხდა.

“თავდამსხმელები ყველას დანას ურტყამდნენ. მე ვყვიროდი: გაიქეცით, გაიქეცით… და ბოთლებს ვესროდი მათ, ასევე ჭიქებს, სკამებს…”

“ლონდონ ბრიჯზე” ადგილობრივი დროით, 22:00 საათზე, მიკროავტობუსმა ფეხით მოსიარულეებს გადაუარა. მასში მსხდომი 3 თავდამსხმელი კი ადგილზე მყოფებს დანით გაუსწორდა. ტერაქტს 6 მსხვერპლი ჰყავს, მათ შორისაა თავად თავდამსხმელებიც. დაშავებულებს ამ დრომდე ითვლიან, ბოლო მონაცემებით, საავადმყოფოში 30-ზე მეტი ადამიანია გადაყვანილი.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები