LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი ევროპალიგის ფინალის მასპინძლობისთვის იბრძოლებს

40

თბილისი ევროპული საკლუბო ტურნირის – ევროპალიგის ფინალის მასპინძლობისთვის იბრძოლებს. საუბარია 2018/19 წლების გათამაშების გადამწყვეტ შეხვედრაზე, რომლის ფინალიც 2019 წლის მაისში გაიმართება.

საქართველოს დედაქალაქის კონკურენტი ევროპის 6 ქალაქია: ბაქო (ოლიმპიური სტადიონი), სევილია (სანჩეს პისხუანი), გლაზგო (ჰემპდენ პარკი), სტამბოლი (ვოდაფონ-არენა), ფრანკფურტი (კომერცბანკ-არენა) და შტუტგარტი (მერსედეს ბენც-არენა).

უეფას აღმასკომი ფინალური მატჩის ჩატარებაზე გადაწყვეტილებას მიმდინარე წლის სექტემბერში გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, თბილისმა, “დინამო არენაზე” 2015 წლის უეფას სუპერთასის მატჩს წარმატებით უმასპინძლა, რომელშიც “ბარსელონამ” “სევილია” 5:4 დაამარცხა. ეს თამაში წლის საუკეთესო მატჩად დასახელდა, ხოლო თბილისის მასპინძლობამ საყოველთაო მოწონება დაიმსახურა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები