LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის აეროპორტი ამიერიდან შეძლებს 4 მილიონ მგზავრს მოემსახუროს

106

ეკონომიკის მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, თუ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს რეგიონში ეკონომიკური ბიზნესლოგისტიკური ჰაბი, ეს უნდა დაიწყოს აეროპორტიდან.

როგორც გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი უნდა გახდეს ჰაბი.

“სინამდვილეში, ხარისხობრივად მომსახურეობის დონე, რა თქმა უნდა, გაიზრდება. კომფორტული იქნება ჩამოფრენა და გაფრენა თბილისიდან. დღევანდელი რენოვაციის შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს შეუძლია წელიწადში 4 მილიონი მგზავრის მომსახურეობა, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. გვინდა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი არა მხოლოდ მოცულობით იზრდებოდეს, არამედ შინაარსობრივად. ანუ თუ ვამბობთ, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა გახდეს რეგიონში ბიზნესლოგისტიკური ჰაბი, ეს უნდა დაიწყოს აეროპორტიდან. სწორედ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი უნდა გახდეს ჰაბი. აქვე გვაქვს გარკვეული პრობლემები და მეტი გვაქვს სამუშაო მენეჯმენტ კომპანიასთან, რადგან უნდა გაჩნდეს მეტი პირდაპირი ფრენები. ამ მიმართულებით ვმუშაობთ და თუ მართლა გვინდა, რომ ეს ქალაქი იყოს რეგიონის ცენტრი, ამ მიზანს უნდა მივაღწიოთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები