LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტს ველნეს სპა მომსახურება დაემატა

661

თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი მომხმარებელს რამდენიმე სიახლეს სთავაზობს. კურორტს დაემატა ველნეს სპა მომსახურეობები: იოგა, პილატესი, vinyasa flow, ashtanga, stretching ( იოგის და პილატესის ნაზავი), აკვა აერობიკა, სველი და მშრალი საუნა, ასევე 2017 წლის  soprano ice ლაზერის აპარატი( დიოდი , ალექსანდრიტი და ნეოდიუმი ერთ მანიპულაში).

როგორც ”ფორტუნას” თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის კომერციულმა მენეჯერმა, სალომე ყვავილაშვილმა განუცხადა, ლაზერის აღნიშნული აპარატი ყველა ტიპის თმაზე და კანზე არის 80%-ით ეფექტური სხვა აპარატებისგან განსხვავებით.

”ამასთან, გვაქვს ერგოლაინის 2017 წლის სოლარიუმის აპარატი Ergoline Inspiration 600, სხვადასხვა სახის გასახდომი და სარელაქსაციო მომსახურეობები. ახლო მომავალში კი კიდევ უფრო მეტ სიახლეს შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებელს”, – განმარტა სალომე ყვავილაშვილმა.  

მისივე ინფორმაციით, ცენტრი ამჟამად მომხმარებელს სთავაზობს უნიკალურ ბუნებრივ გამაჯანსაღებელ ფაქტორებს: მინერალური გოგირდოვანი წყლის აბაზანებს( წიწვით, ზღვის მარილით, ევკალიპტით, ბრომით და იოდით), ვულკანური წარმოშობის სამკურნალო ტალახის და პარაფინის აპლიკაციებს, მშრალ ჰორიზონტალურ დაჭიმვას, წყალქვეშა დაჭიმვას, შარკოს შხაპს, აღმავალ შხაპს, ფიზიოთერაპიას, სამკურნალო, გამაჯანსაღებელ სხვადასხვა სახის მასაჟს: კლასიკური, მანუალური, ტაილანდური, ანტიცელულიტური, ასევე ოთხ ხელში მასაჟი.

ცნობისთვის, ბალნეოლოგია ეს არის ჯანმრთელი ცხოვრების წესის კონცეფცია,რაც წყლის პროცედურების საშუალებით ჯანმრთელობისა და გარეგნობის გასაუმჯობესებლად მიმართული პროცედურებისა და პროგრამების კომპლექსს წარმოადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები