LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბექა დავითულიანი იქნება

138

თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბექა დავითულიანი იქნება.

ბექა დავითულიანის განცხადებით, ახალი ფრაქციებისა და კომისიების ფორმირება ხვალ მოხდება. პარასკევს კი, საკრებულოს სხდომაზე მათი უფლებამოსილების საკითხი განიხილება.

მისივე თქმით, პირველ სხდომაზე უფლებამოსილების საკითხის გარდა ბიუჯეტის პირველად ვარიანტს და სხვა მიმდინარე თემებს განიხილავენ.

როგორც დავითულიანმა აღნიშნა, საკრებულოში ყველაზე დიდი ფრაქცია ”ქართულ ოცნებას” ექნება.

ხვალ გახდება ცნობილი სხვა ფრაქციების წევრთა რაოდენობა და თავმჯდომარეები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები