LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საკრებულოსთან დაკავებულებზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა

43

თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული 11 პირიდან მოსამართლემ 2 გაამართლა, ხოლო 9 დამნაშავედ ცნო.  ბრალდებულებიდან 6 პირი  დამნაშავედ წვრილმან ხულიგნობაში სცნეს , 3 პირი – მხოლოდ პოლიციელთა დაუმორჩილებლობაში. ბრალდებულების ნაწილი 300 ლარით დააჯარიმეს, ნაწილი კი 400 და 800 ლარით. 3 პირს კი ერთი წლით იარაღის ტარების უფლება შეეზღუდა.

შეგახსენებთ, 10 ოქტომბერს თბილისის საკრებულოსთან მყოფ „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შენობაში შესვლისა და სხდომაზე დასწრების საშუალება პოლიციამ არ მისცა, რაც შემდგომ ფიზიკური დაპირისპირებაში გადაიზარდა