LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პროვოკაციებისა და სხვა გართულებების თავიდან აცილების მიზნით მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება“ – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და “სტრატეგია აღმაშენებლის” მიმართვა „ქართულ ოცნებას“

139
განცხადება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “სტრატეგია აღმაშენებლი” ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ხელისუფლებას მიმართავენ.

„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ – პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან

„29 აპრილს, როცა რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ დაანონსებული „რუსული მარში“ შედგება, „ლელოს“ არანაირი ტიპის აქტივობა არ გვექნება პარლამენტთან, ან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე“- ირაკლი კუპრაძე

განცხადებაში ნათქვამია, რომ „პროვოკაციებისა და სხვა გართულებების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება“, წინააღმდეგ შემთხვევაში,მათივე თქმით ყველა გართულებაზე და მის შედეგზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება.

„მივმართავთ „ქართულ ოცნებას“, პროვოკაციებისა და სხვა გართულებების თავიდან აცილების მიზნით მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება. ჩვენ მზად ვართ, სხვა ნებისმიერ დღესაც დავესწროთ კომიტეტის სხდომას.

29 აპრილს საკომიტეტო მოსმენის დანიშვნა, მაშინ როცა ყველამ იცის, რომ ეს პროცესი იწვევს ბუნებრივ პროტესტს, არის პროვოკაცია ხელისუფლების მხრიდან, მითუმეტეს როდესაც თვითონ „ქართულ ოცნებას“ იძულებით ჩამოჰყავს საჯარო მოხელეები და დაანონსებული აქვთ კონტრ აქცია.

თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ამ გონივრულ რჩევას და არ გადადებს საკომიტეტო მოსმენას, ყველა გართულებაზე და მის შედეგზე პასუხისმგებლობა დაეკისრება „ქართულ ოცნებას“- ნათქვამია განცხადებაში.

„დიახ, ჩვენ უზრუნველვყოფთ რეგიონებიდან, მათ შორის ფინანსურ მხარეს“- მამუკა მდინარაძე 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ შეკრებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები