LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან მაჭავარიანი: „ქართული ოცნების“ პირობებში მოგებულია რუსეთის წინააღმდეგ ყველა საქმე სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში, არ მახსენდება რადიკალური ოპოზიციის და მდიდარი NGO-ების პოზიტიური გამოხმაურება ამ გამარჯვებებზე“

216
ლევან მაჭავარიანი

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, მოგებულია რუსეთის წინააღმდეგ ყველა საქმე სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში, არ მახსენდება რადიკალური ოპოზიციის, მდიდარი NGO-ებისა და რადიკალური მედიასაშუალებების არცერთი პოზიტიური გამოხმაურება ამ ისტორიულ გამარჯვებებთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს.

სტრასბურგის სასამართლომ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების წამებისა და მკვლელობისთვის რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისრა

ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ჰააგის სასამართლოს მიერ გამოკვეთილია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისათვის პასუხისმგებელი პირების მიმართ.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში:

მოგებულია რუსეთის წინააღმდეგ ყველა საქმე სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში;

დადგენილია რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევებზე:

90-იან წლებში;

2008 წლის ომის დროს;

ოკუპაციის პირობებში, განგრძობითად;

სამართლებრივ დოკუმენტებში დადასტურებულია:

ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა;

რუსეთის მიერ ოკუპაციის ფაქტი;

დევნილთა უფლება, დაბრუნდნენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში;

რუსეთს დაკისრებული აქვს 465 მილიონ ევრომდე კომპენსაციის გადახდის ვალდებულება;

ჰააგის სასამართლოს მიერ გამოკვეთილია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისათვის პასუხისმგებელი პირების მიმართ.

პ.ს. გაქარწყლებულია ყველა ბრალდება ჩვენი გმირი სამხედროების მიმართ ომის დანაშაულების ჩადენასთან დაკავშირებით, რაც მათ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოღალატეობრივ რეზოლუციაზე ხელმოწერით დააბრალა!

სამწუხაროდ, არ მახსენდება რადიკალური ოპოზიციის, მდიდარი NGO-ებისა და რადიკალური მედიასაშუალებების არც ერთი პოზიტიური გამოხმაურება ამ ისტორიულ გამარჯვებებთან დაკავშირებით“, – წერს ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები