LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის თანამედროვე ბალეტის პრემიერა გაიმართება

204

გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასის – „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ პრემიერა გაიმართება. საღამოები რუსთაველის თეატრში 17,18 მაისს, რუსთაველის თეატრში გაიმართება.

პირველი განყოფილება მოიცავს საბალეტო მინიატურებს (ი.ს.ბახის, ი.ბრამსის, ო.მესიანის, მ.დე ფალიას, დ.შოსტაკოვიჩის, ა.პიაცოლას, ჩ.ჩაპლინის, ი.დუნაევსკის, ა.კნაიფელის, გ.ყანჩელის მუსიკაზე), მეორე განყოფილება: გია ყანჩელი „დიპლიპიტო“ (თანამედროვე ბალეტი ფედრას თემაზე).

ღონისძიებაში მონაწილეობს: გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასი და ბალეტის მოწვეული მსახიობები.

დასის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლავთ მარიამ ალექსიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები