LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის წიგნის დღეები „ექსპო ჯორჯიაში“ 9-12 ნოემბერს გაიმართება

101

თბილისის წიგნის დღეები „ექსპო ჯორჯიაში“ ოთხი დღის განმავლობაში წამყვან ადგილობრივ და რეგიონულ გამომცემლობებს, კვლევის ლაბორატორიებს, წიგნის მაღაზიებს და დისტრიბუტორებს წარმოგიდგენთ.მე-5, მე-6 მ და მე-11 პავილიონებში დაგეგმილია მრავალფეროვანი ღონისძიებები – პრეზენტაციები გამომცემლობებისგან და ავტორებისგან, წიგნის ხელოვნების ფესტივალი, ლექციები, მასტერკლასები, გამოფენები  და გასართობ-ინტელექტუალური პროგრამები ბავშვებსა და მოზარდებისთვის.

ოთხი დღის განმავლობაში  სტუმრებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ მნიშვნელოვანი ფასდაკლებით ყველა წიგნზე, რომელიც წარმოდგენილია ქართულ ბაზარზე.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება პრეზენტაცია 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს მონაწილეობის შესახებ, გამოიფინება წიგნების ილუსტრაციები, სხვადასხვა გამოფენა, ასევე 14 ქართველი ილუსტრატორის მიერ დასურათხატებული 21 ხალხური ზღაპრის კრებული, გაიმართება პოლონური დიზაინის კვირეული, შეირჩევა საუკეთესო დიზაინის წიგნი, ჩატარდება აქცია სახელად „გავცვალოთ წიგნები“… გათვალისწინებულია ცალკე პროგრამა ბავშვებისთვისაც.

ღონისძიება 9-12 ნოემბერსაა დაგეგმილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები