LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ზოოპარკში აფრიკული პინგვინები ჩამოვიდნენ

829

თბილისის ზოოლოგიურ პარკს ბრისტოლის ზოოპარკისგან (დიდი ბრიტანეთი) საჩუქრად გამოგზავნილი 19 აფრიკული პინგვინი შეემატა. ზოოპარკში ახალი ბინადრების გადმოცემის ცერემონია ხვალ გაიმართება.

თბილისთან დაძმობილებული ქალაქ ბრისტოლის ზოოპარკმა თბილისის ზოოპარკისთვის აფრიკული პინგვინების ჩუქება 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ გადაწყვიტა. აფრიკული პინგვინების მისაღებად ზოოპარკის არსებულ ტერიტორიაზე გაფართოვდა ძველი პინგვინარიუმი, მოეწყო დამატებითი სივრცე და ქვიშიანი სანაპირო, გაკეთდა ახალი თავშესაფრები და საბუდრები.

„აფრიკული პინგვინების ჩამოსვლას მოუთმენლად ელოდა ყველა. წყალდიდობამდე ზოოპარკში გვყავდა „ლივინგ ქოსთსის“ ზოოპარკის ნაჩუქარი პინგვინები, თუმცა, სამწუხაროდ, მათი გადარჩენა ვერ შევძელით. და აი, ისინი კვლავ დაგვიბრუნდნენ. აფრიკული პინგვინები სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ აფრიკაში არიან გავრცელებულნი, შესაბამისად საქართველოს ჰავა სრულად ესადაგება მათი სიცოცხლისთვის აუცილებელ კლიმატურ პირობებს. აფრიკული პინგვინების მიღება ჩვენთვის დიდი პატივია, რადგან ეს სახეობა გადაშენების პირასაა და სპეციალურ პროგრამაშია ჩართული“, – აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები