LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისში არ არსებობს ირანის ქუჩა“ – დეზინფორმაცია, რომელიც სოცქსელში ვრცელდება

131

მცირე ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა აბრის ფოტო, სადაც ირანის ქუჩა აწერია და ფოტოს გამავრცელებელი აღშფოთებას გამოთქვამს, რომ ასეთი ქუჩა თბილისში არსებობს.

ამ ინფორმაციას „ფეისბუქზე“ უამრავი ადამიანი აზიარებს და შეშფოთებას უერთდებიან.

ახლახან საკრებულოს წევრი, თინათინ ნიბლოშვილი გამოეხმაურა ამ ამბავს და აღნიშნა, რომ თბილისში არანაირი ირანის ქუჩა არ არსებობს.

თინათინი წერს:

„თბილისში არ არსებობს ირანის ქუჩა!!!!

გთხოვთ, ნუ შეგყავთ მოქალაქეები შეცდომაში.

წარმოდგენილი ფოტო არის ფოტოშოფი!

(მარტივად შესამჩნევი)

თბილისში გ ვ ა ქ ვ ს გიორგი ანწუხელიძის სახელობის ქუჩა, ისნის რაიონში!“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები