LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში H&M-ის პირველი მაღაზიის გახსნის ზუსტი დრო ცნობილია

168

H&M-ის პირველი მაღაზია თბილისში, 2017 წლის 18 ნოემბერს გაიხსნება.

ამის შესახებ “ფორტუნას” მაღაზიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

გახსნის ცერემონია 12 საათზე გაიმართება.

ინფრომაცია “ფორტუნას” H&M-ის წარმომადგენელმა, დანილო დრობნიაკმაც დაუდასტურა.

საერთაშორისო შვედური ბრენდი, საქართველოში პირველ მაღაზიას რუსთაველის გამზირზე მდებარე გალერია თბილისში გახსნის.

ბრენდული მაღაზია, რომელსაც თბილისში დიდი ხანია ელიან, გრანდიოზული იქნება: ის სამ სართულსა და სამი ათას კვადრატულ მეტრზე განთავსდება.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მაღაზიის პირველ სტუმრებს ფასდაკლება და საჩუქრები ელით. პირველი სამი სტუმარი 200, 100 და 50 ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერებს მიიღებენ, ხოლო 1000 მომხმარებელს 30 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი გადაეცემა.

შეგახსენებთ, რომ H&M-ის მაღაზიის გახსნას სექტემბერ-ოქტომბერში აანონსებდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები