LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ხანძარს 66 წლის ქალი ემსხვერპლა

71

ნავთლუღის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს 66 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო, საჭირო გახდა საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრებთა ევაკუაცია.

მეხანძრე-მაშველებმა 5 ადამიანი, მათ შორის, 3 მცირეწლოვანი ბავშვი უვნებლად გამოიყვანეს. დამწვარია 60 კვ. მ. საცხოვრებელი ფართი.

ადგილზე მობილიზებულია 7 სახანძრო – სამაშველო ჯგუფი და ყველა შესაბამისი სამსახური. ამ წუთებში, მეხანძრე-მაშველები ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები