LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემქაზე საცხოვრებული კორპუსის მეორე სართულზე ხანძარი გაჩნდა

94
თემქაზე ხანძარი

თემქაზე საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე ხანძარი გაჩნდა. როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.

ადგილზე მუშაობდნენ შესაბამისი ძალის მეხანძრე-მაშველები.

ამ დროისთვის უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი.

არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.