თბილისში, ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაშია გავრცელებული.
ბინიდან, სადაც ხანძარი გაჩნდა, მაშველებმა სამი ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე სახანძრო და სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობენ.
ამ წუთებში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ვიდეო: მწერალი გიორგი კეკელიძე
