LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა საწყობი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიების უახლესი სისტემებით, რაც უსაფრთხოების მაღალ დონეს განაპირობებს – ხანძართან დაკავშირებით „გორგია“ განცხადებას ავრცელებს

176
საქართველოს შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 2022 წელს (38)

დიდუბეში გაჩენილი ხანძრის გამო ჰიპერმარკეტი „გორგია“ განცხადებას ავრცელებს.

მათი თქმით, დღეს გაჩენილი ხანძარი ხელს არ შეუშლის იმას, რომ ხვალიდან ჰიპერმაკეტმა მუშაობა განაახლოს.

„მეგობრებო, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „გორგიას“ საწყობი იწვის და გვსურს, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგაწოდოთ.

დიდუბეში საწყობი იწვის – თბილისში დღეს უკვე მეოთხე ხანძარია

ხანძარი გორგიას მიმდებარედ, ერთ-ერთი კომპანიის საწყობში გაჩნდა და სწორედ აქედან მოხდა მისი გავრცელება საწყობის მცირე ნაწილზე

ხანძრის ლიკვიდირება რამდენიმე წუთში მოხდა გამომდინარე იქიდან, რომ „გორგიას“ ყველა საწყობი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიების უახლესი სისტემებით, რაც უსაფრთხოების მაღალ დონეს განაპირობებს.

ხვალიდან, ტრადიციულად, გორგიას ყველა ფილიალი ჩვეულებრივ განაახლებს მუშაობას და გელოდებით წინასასკოლო ფასდაკლებებით“. – აღნიშნულია „გორგიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები