LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდუბეში საწყობი იწვის – თბილისში დღეს უკვე მეოთხე ხანძარია

350
ფოტოები 4

ამ წუთებში თბილისში კიდევ ერთი ხანძარია. ამჯერად დიდუბეში ჰიპერმარკეტ, „გორგიას“ გარე საწყობი იწვის.

არის ძლიერი დაკვამლიანება.

„ფორტუნას“  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ ადგილზე რამდენიმე სახანძრო ჯგუფი მუშაობს და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის პროცესი.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

თბილისში ეს დღეს უკვე მეოთხე ხანძარია.

შავნაბადას ტყეში ხანძრის ქრობის პროცესში ავიაცია ჩაერთო – ხანძარი გაჩნდა ავჭალაშიც

ამ დროისთვის, სამგორის რაიონში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

უწყების ცნობით, ცეცხლი ადგილზე არსებულ მეორად საბურავებსა და ნაგავს ღია სივრცეში გაუჩნდა.

ავჭალაში გაჩენილი ხანძარი კი  ლიკვიდირებულია.

დიდუბეში ხანძრის ფოტოები თვითმხილველმა მოგვაწოდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები