LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შავნაბადას ტყეში ხანძრის ქრობის პროცესში ავიაცია ჩაერთო – ხანძარი გაჩნდა ავჭალაშიც

121
საქართველოს შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 2022 წელს (27)

შავნაბადას ტყეში ხანძრის ქრობის პროცესში ავიაცია ჩაერთო. ამის შესახებ „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

გავრცელებული ინფორმაციით, თურქული სამაშველო თვითმფრინავი ბორჯომიდან თბილისში წამოიყვანეს.

ახლა ცეცხლის ქრობის პროცესი სწორედ ავიაციის დახმარებით მიმდინარეობს.

ხანძარი გაჩნდა ავჭალაშიც .

ავჭალაში, ბუჩქებს, ბალახს და ხეებს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

მათივე ინფორმაციით, ქარელში დღეს გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

ძამას ხეობაში რამდენიმე სახლი დაიწვა – რას ჰყვებიან ადგილობრივები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები