LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ქალი ემსხვერპლა

1584
ვაზისუბანი

ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ქალი ემსხვერპლა.

აღნიშნულის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ.

უწყების ინფორმაციით, ცხედარი მაშველებმა ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს იპოვეს. მანამდე მაშველებმა სამი ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს.

ბინაში მოხუცი და-ძმა ცხოვრობდა. ძმა „პირველებთან“ ამბობს, რომ სახლში ორნი იყვნენ.

„ცეცხლი რომ გაჩნდა, არ გამოვიდა, კარი მოხურა“, – ამბობს გარდაცვლილის ძმა „პირველებთან“.

ცნობისთვის, ვაზისუბანში ხანძარი დღის მეორე ნახევარში, საცხოვრებელი კორპუსის ბინაში გაჩნდა.

ვაზისუბანში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები