LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში როგორც ახალი, ასევე ძველი ბინების ფასები გაიზარდა

164

უძრავი ქონების სერვისების გლობალური კომპანიის მონაცემებით, თბილისში 2018 წლის პირველ კვარტალში 7,655 ბინის ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 37%-ით აღემატება. 2018 წლის პირველ კვარტალში ახალაშენებული ბინების წილი ჯამურ ტრანზაქციებში 60%-მდე გაიზარდა. ამის შესახებ Colliers International Georgia-ს მიმოხილვაშია აღნიშნული.

პირველ კვარტალში ტრანზაქციების ჯამური ღირებულება 41%-ით გაიზარდა და 324.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების ჯამური მოცულობის მიხედვით ტოპ სამ უბანს საბურთალო, ვაკე და დიდი დიღომი წარმოადგენს.

Colliers International Georgia-ს მიმოხილვაზე დაყრდნობით, 2018 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა როგორც ახალი, ასევე ძველი ბინების ფასები. ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 3%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. ერთი კვადრატული მეტრის ფასი 681 აშშ დოლარს, ხოლო, ძველი ბინების ფასი 615 აშშ დოლარს შეადგენს.

იხილეთ მიმოხილვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები