LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში საბურავების გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

776

დიდ ლილოში რეზინისა და პლასტიკის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება, რისთვისაც შპს „პკლ ეკო სოლუშენი” 640 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და 20 ადამიანს დაასაქმებს.

საწარმო ამორტიზებული საბურავების, პლასტიკისა და რეზინის ტექნიკური ნარჩენების გადამუშავებით აწარმოებს მინერალურ საწვავსა და სინთეტიკურ ნავთობს, რაც შესაძლებლობას მისცემს აგრო მეწარმეებს ზამთრის პერიოდში შეღავათიანი პირობებით  მოახდინონ სასათბურე მეურნეობების გათბობა. ამასთან, ამორტიზებული საბურავების, პლასტიკისა და რეზინის ნარჩენების გადამუშავება გარკვეულ წილად მოაგვარებს რეზინა–ტექნიკური ნარჩენების უტილიზაციის პრობლემას და საგრძნობლად გააუმჯობესებს გარემოსდაცვით ასპექტებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შპს „პკლ ეკო სოლუშენს“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, დიდ ლილოში მდებარე 15188 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა გადასცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები