LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში სანდრო ბოტიჩელის „ვენერას“ იხილავთ

92

3 ოქტომბერს თბილისში სანდრო ბოტიჩელის „ვენერას“ გამოფენა გაიხსნება.  მსოფლიოში ცნობილ შედევრს ქართველი დამთვალიერებელი დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში იხილავს – სურათი საქართველოში ქალაქ ტურინიდან ჩამოვა, სადაც ის საბაუდას გალერეაშია დაცული. გამოფენის გასამართად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 75 000 ევრო გამოიყოფა.

გამოფენა 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. ის არის იმ კულტურული პროგრამის ნაწილი, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და იტალიის საელჩოს თანამშრომლობით იმართება. „ვენერას“ გარდა, თბილისში შესაძლოა, კარავაჯოს რეპროდუქცია და ლეონარდო და ვინჩის „ფრინველების ფრენის კოდექსი“ გამოიფინოს.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის პრესსამსახური „ფორტუნასთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ კონკრეტული ინფორმაცია ამ პროექტთან დაკავშირებით რამდენიმე დღეში დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გამოცხადდება.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები