LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის IV საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ჩატარდება

51

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის IV საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის თავმჯდომარე ზურაბ წერეთელი, იტალიის საელჩოს კულტურის განყოფილების წარმომადგენელი ნინო კილოსანიძე, ფესტივალის დამფუძნებელი თამარ ლიჩელი, ფესტივალის ორგანიზატორი მაკო ფაცურია და მევიოლინე გია იაშვილი დაესწრნენ.

თენგიზ ამირეჯიბის სახელობის მეოთხე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის და იტალიის საელჩოს მხარდაჭერით 10 – 13 ივნისს კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება. ფესტივალი Check in Georgia-ს ფარგლებში იმართება.

ფესტივალში თ. ამირეჯიბის აღზრდილ და მსოფლიოში აღიარებულ ქართველ მუსიკოსებთან ერთად – ალექსანდრე კორსანტია, მანანა დოიჯაშვილი, თამარ ლიჩელი, მარინა ნადირაძე, ირმა გიგანი – მონაწილეობენ ცნობილი მუსიკოსები უცხოეთიდან: დენის შაპოვალოვი (რუსეთი), კენ აისო (იაპონია), რაფალ ლუკი (პოლონეთი), კამილა ბიდლოვსკა (პოლონეთი), ალესანდრო მარინო (იტალია), გიორგი ხარაძე (საქართველო-საფრანგეთი), გია იაშვილი (საქართველო-გერმანია) და ნიჭიერი ახალგაზრდა  პიანისტი სანდრო ნებიერიძე. შესრულდება მოცარტის, ბეთჰოვნის, შოპენის, შუმანის, ბრამსის, ლისტის, ვაგნერის, ბოკერინის, დებიუსის, რახმანინოვის, ფრანკის და სხვა კომპოზიტორთა ნაწარმოებები.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები