LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა წულუკიანი ყუფარაძის საქმის გამო სტრასბურგის სასამართლოს აკრიტიკებს

39

საქართველოს იუსტიციის მინისტრი სტრასბურგის სასამართლოს აკრიტიკებს. თეა წულუკიანის თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გვანცა ყუფარაძის საქმე არასათანადოდ განიხილა.

მინისტრის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ მთავრობა გაამართლა, რაც მასში არც მორალურ და არც პროფესიულ სიხარულს არ იწვევს.

გვანცა ყუფარაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომლითაც, პრაქტიკულად, მთავრობა გამართლდა, არავითარ პროფესიულ და, მით უმეტეს, მორალურ სიხარულს ჩვენში არ იწვევს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეს გადაწყვეტილება რეალურად არ შესულა სიღრმეებში. მე, რა თქმა უნდა, მინახავს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომელიც გაცილებით უფრო დეტალურად იხილავს ხოლმე პატიმრის და, მით უმეტეს, არასრულწლოვანი გოგონას უფლებებს. დაველოდოთ, მომჩივანი რა გადაწყვეტილებას მიიღებს,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

სტრასბურგის სასამართლომ ყუფარაძის საქმესთან დაკავშირებით ევროკონვენციის ვერცერთი მუხლის დარღვევა ვერ დაადგინა. მოსარჩელე საქართველოს სამართლიანი სასამართლოს უფლების შელახვასა და საპატიმროში არაადამიანურ მოპყრობას ედავებოდა.

გვანცა ყუფარაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება 2011 წელს დატოვა და ამჟამად იუსტიციის სამინისტროში მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები