LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა წულუკიანი: „ევროპარლამენტის ამ ჩანაწერის მიზანი საქართველოს დასჯა იყო – ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია“

141
თეა წულუკიანი

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთი გადაწყვეტილება საქართველოს წინააღმდეგ არ იქნება მიღებული, პროცედურიდან გამომდინარე წარმოუდგენელი და შეუძლებელია“, – ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა და აღნიშნულით ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმის შემოწმების შესახებ ჩანაწერს გამოეხმაურა.

როგორც მანვე აღნიშნა ევროპარლამენტის ამ ჩანაწერის მიზანი საქართველოს დასჯა იყო.

,,საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, დესტრუქციული გზიდან გადაუხვიონ” – ჰელსინკის კომისია

„ისევე, როგორც დასჯა იყო მიზანი თავის დროზე, როდესაც მოლდოვას და უკრაინას მიანიჭეს წევრობის კანდიდატის სტატუსი და საქართველოს არ მიანიჭეს. მაშინ ეს იყო სადამსჯელო ღონისძიება, რომელსაც ჩვენ დღემდე რომანტიკულად უსამართლო გადაწყვეტილებას ვეძახით.

ასევე ნახეთ

რეზოლუციის სრულ ტექსტთან ერთად, რომელიც ამბობს, რომ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას, სანამ „აგენტების კანონი“ ძალაში იქნება, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ორივე შესწორებას, რომლითაც ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს.

მაგრამ რეალურად ეს იყო სადამსჯელო ღონისძიება რაღაცის გამო, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ, ვგულისხმობ მეორე ფრონტის გახსნას. ეს არის მორიგი მცდელობა, რომ დავისაჯოთ იმ ქცევებისთვის, რაც მათ მიაჩნიათ, რომ არის შეუფერებელი.

არადა, შეუფერებელი ვერ იქნება ის, რომ შენ გინდოდეს, არ დაკარგო მეობა, არ წაშალო საკუთარ თავში ეროვნული მეხსიერება და არ მოარღვიო ის ტრიადა, რომელსაც ეფუძნება ჩვენი ერი. ეს გახლავთ – მამული, ენა, სარწმუნოება. არ წაშალო ბევრი რამე, რის გარეშეც უბრალოდ, ქართველი ვეღარ იქნები”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

პაპუაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: „ეს არის პოლიტიკური დეკლარაცია, რომელსაც არავითარი სამართლებრივი ძალა არ აქვს.. მისი ფარატინა ქაღალდობა საქართველოსთან მიმართებით არაერთხელ დამტკიცდა“

როგორც მანვე აღნიშნა, რეზოლუციის ავტორები არ იღებენ გადაწყვეტილებას უვიზო რეჟიმის შეჩერების ან გაუქმების შესახებ.

„რაც არ უნდა იყოს ეს ტექსტი, ის მიღებულია და კენჭნაყარია ევროპარლამენტარების მიერ, რომლებიც არ არიან ისინი, ვინც იღებენ გადაწყვეტილებას უვიზო რეჟიმის შეჩერების ან გაუქმების შესახებ, ისინი არ არიან ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო.

ისინი იყენებენ უფლებამოსილებებს და იღებენ რეზოლუციებს თუ რეკომენდაციებს, ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურები მათი აზრით, როგორ უნდა მოიქცნენ. მაგრამ ეს არ ნიშნავს გადაწყვეტილების მიღებას.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთი გადაწყვეტილება საქართველოს წინააღმდეგ არ იქნება მიღებული, პროცედურიდან გამომდინარე წარმოუდგენელი და შეუძლებელია,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

„დღეს, ევროპარლამენტმა მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია მიიღო… ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვეს. ადამიანის, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად „აგენტი კრიმინალების” ბანდას გამოსტაცა ეს ქვეყანა ხელიდან და განადგურებისგან გადაარჩინა”- კახა კალაძე

წულუკიანის აზრით, რეზოლუციით კიდევ ერთხელ ჩანს, როგორ ცდილობს არაერთი ევროპარლამენტარი ქართველი ერის დასჯას.

„რეზოლუცია რეზოლუციად რჩება და ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ, როგორ ცდილობს არაერთი ევროპარლამენტარი იმ ევროპარლამენტში, რომელიც ცნობილია თანხების სანაცვლოდ გადაწყვეტილებების მიღებით და თანხების სანაცვლოდ გარკვეული პოზიციების დაჭერით, მორიგჯერ დასაჯოს ქართველი ერი, რაც რა თქმა უნდა, ვერ მოხერხდება, ისევე, როგორც ვერ მოხერხდა ჩვენთვის სტატუსის წართმევა”.- აღნიშნა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ფოტო: რადიო „თავისუფლება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები