საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ევროკომისიის წარმომადგენლებთან დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრა
როგორც ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 2025 წლის ივნისში, ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი, ევროკომისიის წინადადების საფუძველზე, ვიზების შეჩერების უფრო ძლიერ და მოქნილ მექანიზმზე შეთანხმდნენ.
ევროკავშირის საბჭომ საბოლოო თანხმობა მისცა განახლებულ მექანიზმს, რომელიც მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ითვალისწინებს.