LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეგეტა მოტორსმა ფოთში ფილიალი განაახლა – რა სერვისით ისარგებლებენ ავტომფლობელები?

126

„თეგეტა მოტორსმა“ ფოთში მსუბუქი ავტომობილების სერვისი გააფართოვა. მომხმარებელს დღეიდან შესაძლებლობა ექნება,  „თეგეტა მოტორსის“ განახლებული სერვისცენტრის მომსახურებით ისარგებლოს.

”მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, მომსახურების უმაღლესი სტანდარტი, მაღალკვალიფიციური კადრები და კომფორტული გარემო – ამ ყველაფერს „თეგეტა მოტორსი“ ერთ სივრცეში გთავაზობთ”, – აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ცნობით, სერვისცენტრის განახლების პროექტში 1 200 000 ლარამდე ინვესტიცია ჩაიდო. ცენტრი მოემსახურება როგორც მსუბუქ, ასევე სატვირთო ავტომობილებსა და სხვა ავტოტექნიკას.  სერვისცენტრი აღჭურვილია უახლესი ტექნიკით.

“განახლებულ ფილიალში მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, ისარგებლოს შემდეგი სახის სერვისებით: საბურავების სერვისი, თვლების შეყრის გასწორება, ძრავის ზეთის და ფილტრების შეცვლა, ავტომატური გადაცემათა კოლოფის ზეთის და ფილტრის შეცვლა, ავტომობილის კონდიცირების სისტემის შემოწმება და დატუმბვა, სამუხრუჭე ხუნდების შეცვლა, სამუხრუჭე დისკების შეკეთება, სამუხრუჭე სითხის შეცვლა წნევით, სამუხრუჭე სისტემის რემონტი, ავტომობილის ელექტროსისტემების დიაგნოსტირება, სხვადასხვა სისტემების დაკალიბრება-ინიციალიზაცია უახლესი დიაგნოსტიკური ტექნიკით და ამ სისტემების რემონტი, სავალი ნაწილის შემოწმება-რემონტი, ძრავის  კბილანა ღვედის და ჯაჭვის კომპლექტების(ცეფის) შეცვლა და სხვა”, – განმარტავენ „თეგეტა მოტორსში“.

მათივე ცნობით, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „თეგეტა მოტორსის“ ფოთის ფილიალში მომხმარებლები ისარგებლებენ ხელსაყრელი ფასებით და „ტაქსფრი” სისტემით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები