LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემირლან მაჩალიკაშვილი სოფელ დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს

35

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სოფელ დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს.

მაჩალიკაშვილი პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაიჭრა. ის კომატოზურ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორკვირიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ, 19 წლის ახალგაზრდა გუშინ გარდაიცვალა.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. პროკურატურა სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს სწავლობს, თუმცა ოჯახი მუხლის გადაკვალიფიცირებას და გამოძიების განზრახ მკვლელობის მუხით წარმართვას ითხოვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები