LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტერაქტი მარსელში – დაღუპულია 2 ადამიანი

34

საფრანგეთის ქალაქ მარსელში, სენ-შარლის რკინიგზის სადგურზე მომხდარ თავდასხმას, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით ორი ადამიანი გარდაიცვალა, ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მამაკაცი გამვლელებს დანით თავს დაესხა. გარდაცვლილია ორი ქალბატონი.

პოლიციამ თავდამსხმელი მოკლა. შემთხვევა ადგილობრივი დროით 13:45 საათზე მოხდა. პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, შეძლებისდაგვარად მოერიდონ რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე გადაადგილებას. ამასთან, დროებით შეწყვეტილი იყო მატარებლების მოძრაობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები